ეს არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება?! – თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, თენგიზ შარმანაშვილს დაებლოკა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაზიარებული საინფორმაციო ბანერი, რომელიც წარმოადგენს „ქართული ოცნების“ პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით.
„ეს არის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება?! მეცინება“, – დაწერა დეპუტატმა სოციალურ ქსელში.
აღნიშნული საინფორმაციო ბანერები Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედიასაშუალებების ოფიციალურ გვერდებზე მეორე დღეა იბლოკება თითქოსდა ცრუ ინფორმაციის მოტივით. ამასთან, „ფეისბუქის“ განმარტებით, ინფორმაციამ გაიარა ფაქტების შემმოწმებელი დამოუკიდებელი ექსპერტების შემოწმება. თუმცა, საზოგადოების ნაწილი სვამს კითხვას, რომ „ფეისბუქის“ ე.წ. დამოუკიდებელი ექსპერტები „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სერგი კაპანაძე და თამარ კინწურაშვილი არიან?“
ასევე ცნობილია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო ფაქტჩექერში.
შეგახსენებთ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე დეზინფორმაციული კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს „გამჭვირვალობის კანონი“ არის რუსული, რომლითაც საქართველო ამკვიდრებს იმავე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს. ასევე, მათი მტკიცებით კანონი მიმართულია საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და -ს. რადიკალების მტკიცებით, მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ქვეყანას ს პირისპირ დატოვებს.
სინამდვილეში ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის განმავლობაში კი, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და ში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტი ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომლის შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა. „გამჭვირვალობის კანონი“ არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს, მეცნიერს, სტუდენტს, ემიგრანტს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ იურიდიულ პირებს.
სწორედ რადიკალების მიერ მოყვანილი ცრუ ფაქტების საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ საინფორმაციო ბანერებზე, რომლებიც ოპოზიციასთან დაკავშირებული არასამთავრობოების ჩარევით სოციალურ ქსელში იბლოკება.
როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ, სტილი ზუსტად იგივეა – როგორც „ნაცმოძრაობის“ დროს ვერაფერს უხერხებდნენ სიმართლეს და ერთადერთი გადაწყვეტა იყო საინფორმაციო საშუალების ჩახშობა, ზუსტად იგივე მეთოდი გამოიყენეს ახლაც. მათივე თქმით, როგორც ჩანს, მთელი ძალისხმევა არა პასუხის გაცემისკენ, არამედ ინფორმაციის წაშლისკენ მიმართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე