“ეს არის ბიზნესმენების, ფულიანი ხალხის “გაკულაკების” კანონი” – ხაბეიშვილი

ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით”ქართული ოცნების” ახალი კანონი, რომელიც ფინანსურ დანაშაულზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ სარგებლის გადაცემას კრძალავს, ხალხის “გაკულაკების” გეგმაა.
“რეალობაში ბიძინა უყურებს ასე, ის ფული რაც საქართველოში იშოვება კეთილსინდისიერად თუ არაკეთილსინდისიერად არის ჩემი და როცა მოვალ და მოგთხოვთ, ბიზნესმენი ხარ კეთილსინდისიერი? – მომიტანე 100 მილიონი – ა, არ მომიტან? – მაშინ აღგიძრავ საქმეს და ამ კანონმდებლობის შესაბამისად წაგართმევ ქონებას. შენ არ გექნება ქონება შენ სახელზე და მეუღლეს ექნება რამე? – წავართმევ მეუღლეს, შვილებს იმასაც წავართმევ. ეს კანონმდებლობა რეალობაში, რომელსაც ახლა მიიღებენ, საბოლოო ჯამში არის ბიზნესმენების, ფულიანი ხალხის გაკულაკების კანონი და თუ ისინი ყურს არ შეიბერტყენ, მათთანაც ძალიან მალე მივა ,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი