ტურისტულ სფეროში აჭარული ღვინის სახლის ცუდ რეპუტაციაზე ბევრს სმენია. ეს არის ადგილი სადაც ნახავ თუ როგორი არ უნდა იყოს ტურიზმი, სტუმარმასპინძლობა და სერვისი.
ეს წლების წინ როცა ხმამაღლა განვაცხადე, ბევრი გაბრაზდა, როგორი პრეტენზიული ხარ, არაფერი არ მოგწონსო. მათ შორის რამდენიმე გიდიც. თუმცა, გავიდა დრო და ამ გიდების უმრავლესობას იქ კონფლიქტური სიტუაციები შეექმნათ. ღვინის სახლმა რამდენჯერმე შეიცვალა მფლობელი, შეიცვალა იქ მომუშავე ხალხიც, მაგრამ იქაურ სერვისს არაფერი ეშველა. იშვიათად, მაგრამ მაინც მიწევდა იქ მისვლა. ბოლოს აჭარა ტურიდან ვიყავი. რამდენიმე ტურისტის თანხლებით. ეზოში შესული არ ვიყავით ვიღაც გოგო გამოვარდა და ჩქარა ფული გადაიხადე აქ რომ შემოხვედითო. გავუღიმე და ვუთხარი რომ გადავიხდი, ოღონდ ჯერ სტუმრებს უნდა მივხედოთ. აი ამაზე იმ ქაჯმა იქ ისტერიკა მოაწყო ისეთი რომ აღარც ღვინო უნდოდა ვინმეს და არც ღვინის სახლი. მას შემდეგ მე პირადად იქ აღარ ვყოფილვარ. არც რომელიმე ტურისტულ პროგრამაში შემიტანია. დროდადრო მესმის სხვებისგანაც ღვინის სახლის ცუდ სერვისზე, უტაქტო თანამშრომლებზე და ქაოსზე. ჰოდა, ახლა, როცა დავიწყებულიც კი მქონდა ეს ობიექტი, რეკავს მისი წარმომადგენელი და შემოთავაზება გვაქვსო. ვერ გავრისკავ იქ სტუმრის მიყვანას, არ მინდა სირცხვილი ვჭამო. თანაც არ მაქვს სურვილი ფული იმაში გადავიხადო, რაც ვიცი რომ ცუდია.
საკმარისი მწარე გამოცდილება დამიგროვდა და სჯობს არ გავეკარო. აი ვინც მაგათ შეთავაზებას წამოეგებით და იქ სტუმრებთან ერთად მიხვალთ, გნახავთ მერე რა ხასიათზე იქნებით.




