ჩავიდა თუ არა მამუკა მდინარაძე თურქეთში თორნიკე რიჟვაძესთან მოსალაპარაკებლად – ტვ პირველის ინფორმაციით, “ოცნების“ გუნდის წევრი, ამბობს, რომ თურქეთში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა, ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად.
მან აღნიშნულ ინფორმაციას „ბინძური ტყუილი“ უწოდა და ჟურნალისტებს მოუწოდა, მსგავსი ნიუსების წერისგან თავი შეიკავონ.
ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი, მე თურქეთში ვიყავი ოჯახთან ერთად, დასასვენებლად 5 დღით, თორნიკე რიჟვაძე ბელეკში არ იყო და არც მომინახულებია. ეს არის იმდენად ბინძური რაღაც, რომ აგენტების განიუსებას თავი უნდა დაანებოთ,-თქვა მან.
მდინარაძის თქმით, “ის კითხულობს რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იცის, რომ კარგადაა.“
მე რაც ვიცი და შემიძლია გავახმოვანო, არა გამოძიებიდან, არამედ ჩვენი წრიდან ვიცი, რომ იმ საღამოს მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ოჯახის წევრები, მხოლოდ ეს ვიცი,- თქვა მან.
მდინარაძემ კალაძესთან დაპირისპირებაც უარყო და განაცხადა, რომ კალაძე იყო ერთ-ერთი რეკომენდატორი, “ქართული ოცნების“ გუნდში მის მისაღებად.
არცერთი წამით კახასთან არ დავპირსპირებივარ, კახა არის ადამიანი, რომელიც “ქართული ოცნების“ გუნდში, 2016 წელს ერთ-ერთი რეკომენდატორი იყო, ირაკლი კობახიძესთან ერთად და როგორ გგონიათ, მეგობრებს, დავუპირისპირდები რამის გამო? თან როცა ისინი მართლები არიან? -თქვა მან.
