” ეს არასდროს დამავიწყდება – სავსე დარბაზი, უთბილესი მსმენელი და სამჯერ გამოსვლა ბისზე” – ნინი შერმადინის კიდევ ერთი წარმატება აშშ-ში – Marao

” ეს არასდროს დამავიწყდება – სავსე დარბაზი, უთბილესი მსმენელი და სამჯერ გამოსვლა ბისზე” – ნინი შერმადინის კიდევ ერთი წარმატება -ში – Marao
მერიკაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსსა და მომღერალს, ნინი შერმადინს, საზოგადოება კარგად იცნობს. ის წლების მანძილზე არაერთ ქართულ პროექტსა თუ შოუში მონაწილეობდა და მსმენელისთვის თავის შეყვარებაც მარტივად მოახერხა.
განსაკუთრებული პოპულარობა ნინიმ 2003 წელს მოიპოვა, როცა მონაწილეობა მიიღო პროექტში “ნუცას სკოლა”. იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის შემდეგ პირველი ქართველი გახდა, რომელმაც ამ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი ბერძნულ X Factor-შიც მონაწილეობდა, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.
ნინი შერმადინს ჰყავს ქალიშვილი, რომელიც წლების მანძილზე დედისგან შორს, საქართველოში ცხოვრობდა, მაგრამ ნინიმ მარიამის ამერიკაში წაყვნა შეძლო და ახლა დედა-შვილი ერთად აგრძელებს ცხოვრებას.
ნინის მეუღლე ვაჟა ციცაგი იყო. როცა წყვილი დაშორდა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ვაჟა ქალების მოყვარული გამოდგა და ნინის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომღერალი ამ ჭორს სასტიკად უარყოფდა:
“ეს ჭორი დიდი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, ვაჟასი და მერე ჩემი. გამოდის, რომ სულელი ვარ, რომ ასეთ ვამპირს და ფსიქოპათს გავყევი ცოლად. ეს ბევრჯერ დაიწერა და მეც სულ ვიმეორებ, ხალხო, მსგავსი სისულელე აღარ თქვათ-მეთქი. ხომ შეიძლება ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გაუგოს? ადამიანები არ შეიძლება სკანდალის გარეშე დაშორდნენ? მეც და ვაჟაც ძალიან ჯიუტები ვართ. ორივეს ჩვენი პრინციპები გვაქვს. მე ჩემს პრინციპებს ვერაფრით გადავაბიჯე. სულით ხელოვანი ვარ და ბავშვობიდან ვოცნებობ, ჰოლივუდის მსახიობი ან მომღერალი ვიყო და “გრემიზე” საუკეთესო მომღერლად დამასახელონ. ჩემი შრომისმოყვარეობისა და ნერვების წყვეტის ფასად მალე დიდ წარმატებებს მივაღწევ. ვაჟა კარგი ადამიანია, მაგრამ წარმატებას მარტო უფრო მივაღწევ, ვიდრე ვაჟასთან ერთად.
ყოველთვის გვერდში მედგა, “იქს ფაქტორიდან” დაწყებული. მაგრამ ქართველ კაცს ცოლი სახლში უნდა. რთულია, ცოლი ერთი თვე წავიდეს და კაცი სახლში დარჩეს. მე არ ვცხოვრობ ჩვეულებრივი, რიგითი ქალის ცხოვრებით. ხელოვანის ცხოვრება მაქვს. როგორ ფიქრობ, დედაჩემისა და მამაჩემისთვის ადვილი ასატანია, შვილი ღამის თორმეტ საათზე რომ გადის სახლიდან და ოთხზე შემოდის? მაგრამ იმდენად მენდობიან, რომ ეს სალაპარაკო თემა არ ხდება. ჩემი მიზანი ისაა, რომ ოცნება ავისრულო და ჩემი შვილი უზრუნველყოფილი იყოს. ჩემსა და ვაჟას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დათბა, შვილს ნახულობს. ვაჟამ გაიგო, რომ მე ჩემი კარიერა მაქვს გასაკეთებელი, მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ და მისი შვილის დედა არაფერს შეურაცხმყოფელს არ აკეთებს” – ამბობდა ნინი “რეიტინგთან” ინტერვიუში.
ამჯერად ნინი “ინსტაგრამზე” ახლა ფოტოს აქვეყნებს და აშშ-ში სოლო კონცერტის შესახებ წერს:
“არც მაკიაჟი, არც ფილტრი… ტორონტოში ჩემი სოლო კონცერტისთვის ვემზადები” – წერდა ნინი შერმადინი, მოგვიანებით კი თქვა, რომ კონცერტმა ანშლაგთ ჩაიარა:
“სავსე დარბაზი, უთბილესი მსმენელი და სამჯერ გამოსვლა ბისზე. არასდროს დამავიწყდება.
უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებული მადლობა მამა თომას, გურამ სეხნიაშვილს ალეკო ჩაჩანიძეს მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის, სიყვარულისთვის, დაფასებისთვის. უღრმესი მადლობა ჩემს გენიოს ბიჭებს ირაკლი შარაძე Nodar Sinauridze.
დიდი მადლობა ჩემს გოგოებს Ilona Aronovich Nicole llotsman and Michelle Klotsman for coming from New Jersey to Canada“, – წერს ნინი შერმადინი.

ასევე დაგაინტერესებთ