ეს არარაობა, ქალის მსგავსი არსება, ბევრი წელი პროკურატურაში მუშაობდა – ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ნათია მეზვრიშვილის ფეისბუქსტატუსს, რომლის მიხედვითაც საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას არა მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის – ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო, არამედ, პოლიტიკური მოტივით ტოვებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ეს არარაობა, ქალის მსგავსი არსება, ბევრი წელი პროკურატურაში მუშაობდა. მათ შორის, ირაკლისაც კარგად იცნობს და მაინც ამ უზნეობას წერს. როგორი ბოროტი და ნაძირალა უნდა იყო, რომ ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა სპეკულაციისთვის გამოიყენო და ასეთი რამე იკადრო?! ასე როგორ დაგიმსგავსათ გახარიამ?! როგორი მოღალატე მონაცაა, ასეთებადვე გადაგაქციათ!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს