ეს ანგარიშიც, ლექსიკა, ის ხისტი ენა, როგორც არის დაწერილი, „ნახევრად ცარიელი ჭიქის“ პრინციპით, ბუნებრივია ეს არ ემსახურება გრძელვადიან ურთიერთობებს

ეს ანგარიშიც, ლექსიკა, ის ხისტი ენა, როგორც არის დაწერილი, „ნახევრად ცარიელი ჭიქის“ პრინციპით, ბუნებრივია ეს არ ემსახურება გრძელვადიან ურთიერთობებს
ამ ადამიანების მხრიდან, სამწუხაროდ ეს არ არის ახალი განცხადება. გასაგებია, მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესი აქვთ, – განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა. მან ამგვარად უპასუხა წამყვანის კითხვას: „კაია კალასმა და მარტა კოსმა, რომლებიც აქამდეც უსამართლო და ტენდენციური განცხადებებით გამოირჩეოდნენ საქართველოს წინააღმდეგ, პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს კანდიდატის სტატუსს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი, პრაქტიკულად შეჩერებულია. მმართველ გუნდში რა პოზიცია აქვთ ასეთ უსამართლო და ტენდენციურ დამოკიდებულებაზე?“
ლევან მახაშვილის თქმით, ეს არახალი განცხადებაა განსაკუთრებით კაია კალასის შემთხვევაში.
„ამას მხოლოდ ჩვენ არ ვამბობთ. ფაქტია, მის კოლეგებთან ერთად ამ ადამიანის სურვილია, ეროვნული დღის წესრიგი, რაც მათ აქვთ, ვგულისხმობ ბალტიის ქვეყნებში, მათი ეროვნული ინტერესები გახადონ ევროკავშირის ინტერესად, ამოეფარონ რეალურად ევროკავშირის ინსტიტუტებს და თავიანთი ვიწრო პოლიტიკური ეროვნული ინტერესები აქციონ და მოახვიონ თავს სხვა სახელმწიფოებს. ამიტომ, მათგან ეს პოლიტიკური შეფასებები ახალი არ არის. გასაგებია, ეს რა მიზნებსაც ემსახურება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული განცხადებები და პოზიცია არაპარტნიორულია.
„ეს ანგარიშიც, ლექსიკა, ის ხისტი ენა, როგორც არის დაწერილი, „ნახევრად ცარიელი ჭიქის“ პრინციპით, ბუნებრივია ეს არ ემსახურება გრძელვადიან ურთიერთობებს. ეს არ არის ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ ევროკავშირს აქვს რაიმე სერიოზული ინტერესი ამ რეგიონისადმი.
სხვათა შორის, ერთი საინტერესო დაკვირვებაც – ჩვენ ბოლო პერიოდში ნამდვილად გვიჩნდება განცდა, მათ შორის ამ ანგარიშმა და სხვა გადაწყვეტილებებმაც გაამყარა, თითქოს, ევროკავშირის ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს იმის მოტივაცია, რომ საქართველომ ჩაიქნიოს ხელი, ხელი აიღოს საერთოდ ამ პროცესზე და შუა გზაზე მიატოვოს ეს პროცესი, რათა მერე ისევ საქართველოს დააბრალონ, რომ აი, თურმე საქართველოს ბრალია ამ პროცესის შეჩერება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N4-ის ეზოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში, წყლისა და წყალარინების ქსელის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს