საფრანგეთს ლიგა 1-ის მე-4 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა “ლანსს” საკუთარ მოედანზე 2:0 სძლია. მასპინძელთა ნაოპერაციებმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, რომელიც ველოსიპედიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი მოიტეხა, პირველ ტაიმს პრეს-ლოჟიდან უყურა, მეორე ნახევრიდან კი მისთვის განკუთვნილ ადგილს დაუბრუნდა.
ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ ამის მიზეზი ახსნა და თქვა, რომ ეს მაგალითი რაგბის მწვრთნელებისგან აიღო და მსგავს პრაქტიკას მომავალშიც გამოიყენებს.
“უკვე გარკვეული ხანია, რაც რაგბის მწვრთნელებს ვაკვირდები, რომლებიც მატჩებს სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან აანალიზებენ. მომწონს თამაშის გასაუმჯობესებლად ახალი რაღაცების ძიების შესაძლებლობა. მინდოდა თამაშის პირველი ტაიმის ტრიბუნიდან ყურება და ეს შესანიშნავი იყო. ეს სრულიად განსხვავებულია. ყველაფრის კონტროლი შემიძლია.
საინტერესო ვარიანტია, რომელსაც მომავალშიც გამოვიყენებ. ეს შესანიშნავი საშუალებაა შესვენებაზე სასაუბროდ, რადგან ჩანს, ვინ იყო კარგი მოედანზე. ბევრი ახალი ინფორმაცია გაქვს”, – აღნიშნა ლუის ენრიკემ.
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება – კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე – რა ხდება პსჟ-ში?
ნაოპერაციევი ლუის ენრიკე პარიზში შეცვლილი გარეგნობით დაბრუნდა – როგორი იქნება “ლანსთან” პსჟ-ს შემადგენლობა?
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს – მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
