ეს ალბათ დემოკრატიის თუ პროდასავლურობის ახალი უმაღლესი სტანდარტი გახლავთ

უკრაინის ხელისუფლებას ბატონის შვილები ჯარში არ მიჰყავს! ვინც უცხოელებთან, უცხოელების დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობს მათ მობილიზაცია არც შეეხებათ, შესაბამისად არც ომში არ წავლენ, – ამის შესახებ ექსპერტი, “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლეიშვილი ეხმიანება უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებას, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების თანამშრომლების მობილიზაციისგან გათავისუფლების და მათთვის ე.წ. ჯავშნის მიცემის შესახებ და აღნიშნავს, რომ ამ გამოდის, უკრაინის ომში ჩვეულებრივი, უპატრონო უკრაინელები უნდა დაიხოცონ.
“უკრაინის ხელისუფლებას ბატონის შვილები ჯარში არ მიჰყავს! ვინც უცხოელებთან, უცხოელების დაფინანსებულ ორგანიზაციებში მუშაობს მათ მობილიზაცია არც შეეხებათ, შესაბამისად არც ომში არ წავლენ. ე.ი. თუ უკრაინის უცხოელ ბატონ-პატრონებთან მუშაობს და რეალურად მათი შვილობილი თუ შვილია ან ბატონის შვილია, ის ქვეყნისთვის არ იომებს… უკრაინისთვის უნდა იომონ და დაიხოცონ მხოლოდ უბრალო, ჩვეულებრივი უპატრონო უკრაინელები! ეს ალბათ დემოკრატიის თუ პრო დასავლურობის ახალი უმაღლესი სტანდარტი გახლავთ! მგონი ყველა უნდა დავფიქრდეთ რატომ ამბობენ რომ მზადაა ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკების დაწყებისათვისო, დავიჯერო ჩვენ ასეთი რამ გვინდა ან გვჭირდება?!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მადლობას ვუხდით ეუთო-ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს

მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას, სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე