“ეს ადვოკატი მეგონა და მტერი ყოფილა…” – კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულმა ადვოკატის აცილება მოითხოვა

საქალაქო სასამართლოში კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულის პროცესი დროებით გადაიდოა. სასამართლოს აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა ემსჯელა. დილით, სხდომის დაწყებისთანავე ბრალდებულმა ადვოკატის აცილება მოითხოვა, რის გამოც, პროცესი დროებით შეჩერდა. ბრალდებულმა ამ მოთხოვნის მიზეზი არ დაასახელა.
“ეს ადვოკატი მეგონა და მტერი ყოფილა… არა ძმაო, შენ ვინ უნდა დაიცვა, რა უნდა დამიცვა. აცილება მინდა. არ მინდა ამ ადამიანის დაცვა, აცილება მინდა. არ ვასახელებ მიზეზს,” – მიმართა ბრალდებულმა გიორგი გველესიანმა სხდომის დაწყებისას მოსამართლეს.
თავად ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის მიზეზი მისთვის უცნობია, თუმცა მოსამართლეს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება სთხოვა.
“ამ საქმესთან დაკავშირებით, მე ვარ ოჯახის მიერ აყვანილი ადვოკატო. ორი დღის განმავლობაში ვესაუბრებოდი ბატონ გიორგის, გუშინაც ვესაუბრე საკმაოდ გვიან, შემდეგ ჩავატარეთ გარკვეული მოქმედებები. დღევანდელი პოზიცია ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა, თუმცა მისი პოზიციაა და შესაბამისად, გთხოვთ, რომ აცილება დააკმაყოფილოთ,” – განაცხადა ადვოკატმა.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ პროცესი გადაიდო, რათა მოხდეს ბრალდებულისთვის სახაზინო წესით, სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის გამოყოფა.
“ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას აცილება ჰქონდა ოჯახის მიერ აყვანილ ადვოკატთან. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის გადადებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს მისთვის სახაზინო წესით, სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის გამოყოფა. ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი მოქმედებებისა ჩატარდა, რაც ბრალდების წარდგენის საფუძველი გახდა, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტისთვის, თუმცა გამოძიება გრძელდება და ამ მიმართებითაც ვიმუშავებთ,“ – ამბობს პროკურორი, ნანა ხუნჯუა.
24 წლის გიორგი გველესიანს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. რაც შეეხება დაზარალებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების გამო კოსტა სანიკიძეს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. რუსთავი 2-ის პროექტ “პრაიმ ჰაუსის” ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა კვირას მოხდა, ბრალდებული მის სახლში შეიჭრა და მსახიობს ცივი იარაღით 5 ჭრილობა მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ინტერესებთან დაკავშირებით

EPC-ის სამიტის ფარგლებში, მე მქონდა 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა, განვიხილეთ საქართველოსა და მისი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი თემები, მრგვალი მაგიდის ფორმატში ხაზი გავუსვი, რომ არის გარკვეული უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს