“ეს ადასტურებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ” – ბიბილოვი დიდი ბრიტანეთის სანქციებზე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა.
“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. “მეგობრებო”, თქვენი სანქციები ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს და იცოდეთ, რომ გამარჯვება ჩვენი იქნება!” – წერს ბიბილოვი ტელეგრამ არხზე.

დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა ახალი სანქციების ტალღა რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსისა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დაქირავებული ჯგუფების წინააღმდეგ. სანქცირებული ინდივიდების რიცხვში შედის ანატოლი ბიბილოვი – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი.
ბრიტანეთის მთავრობის გვერდზე ნათქვამია, რომ ბიბილოვი “დაკავშირებულია კერძო დაქირავებულ ჯგუფებთან, რომლებსაც კრემლთან აქვთ კავშირები.”
აღნიშნული სანქცია მოიცავს აქტივების გაყინვას და კრძალავს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის შესაძლებლობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”