ესტონეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას მოითხოვენ

ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორი ლიენემეცმა განაცხადა, რომ აპირებს ადგილობრივ პარლამენტს, რიიგიკოგუს, შესთავაზოს ს მართლმადიდებელი ეკლესიის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ETV-ის ეთერში განაცხადა.
ლიენემეცის აზრით, ეს უნდა დაეხმაროს ქვეყნის მართლმადიდებლებს, გამოეყონ და გამოვიდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებიდან. მანამდე სამინისტრომ მოითხოვა ს მართლმადიდებელი ეკლესიის “პატრიარქ კირილის დაქვემდებარებიდან გასვლა”, – იუწყება გაზეთი.
“თუ პარალელს გავავლებთ, ისლამური ტერორისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი წმინდა ომს აწარმოებენ დასავლური სამყაროს, დასავლური სამყაროს ღირებულებების წინააღმდეგ, მაშინ დღეს მოსკოვში მოქმედი პატრიარქი და საპატრიარქო არაფრით განსხვავდებიან ისლამური ტერორისტებისგან”, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს მართავს ვლადიმირ პუტინი, რომელსაც მინისტრმა “მსოფლიოში ტერორისტული საქმიანობის ლიდერი” უწოდა.
ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა ადრე აღნიშნა, რომ ეკლესია პირდაპირ არ ექვემდებარება რმე-ს.

ვლადიმირ ლეგოიდამ, მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა, რმე-ს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების შესახებ წინადადების პასუხად განაცხადა, რომ ასეთი განზრახვა ესტონეთს “რელიგიური ომების, წმინდა ბართლომეს ღამისა და კუდიანებზე ნადირობის ბნელ დროში აბრუნებს”.
ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში მრევლის რაოდენობის მიხედვით ყველაზე დიდია. მიმდინარე წლის იანვარში ესტონეთის ხელისუფლებამ უარი თქვა მისი წინამძღოლისთვის, მიტროპოლიტ ევგენისთვის (ვალერი რეშეტნიკოვი) ქვეყანაში ბინადრობის ნებართვის გაგრძელებაზე. მიტროპოლიტი სახელმწიფოსთვის საფრთხედ აღიარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები