ესტონეთში რუსეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით უნივერსიტეტის პროფესორი დააკავეს

ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ მოროზოვი სამართალდამცავებმა ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Err.
მოროზოვი სამი იანვრიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება – გამოძიების განცხადებით, თავისუფლებაზე დარჩენის შემთხვევაში, მას მიმალვა ან დანაშაულების ჩადენის გაგრძელება შეეძლო. საქმის დეტალებზე სამართალდამცავი უწყებები არ საუბრობენ.
ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის დირექტორის, მარგო პალოსონის განცხადებით, აგრესორი სახელმწიფოს [რუსეთის] სადაზვერვო ინტერესები მაღალ დონეზეა.
„ეს საქმე ათეულობით წინა ასეთი საქმის გაგრძელებაა და აჩვენებს რუსული სპეცსამსახურების ძალისხმევას, ესტონეთის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მეცნიერებაში შემოიჭრნენ“, – ამბობს იგი.
უნივერსიტეტის ცნობით, ბრალდების წარდგინების შემდეგ მოროზოვთან საქმიანი ურთიერთობა შეწყდა. დაკავებული პროფესორი 2010 წლამდე სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა, ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: საქართველოში ერთი „ბოსტანია“ ბიძინა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების სხდომის ფარგლებში დაელაპარაკება თუ საკუთარ დენდროლოგიურ პარკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

„სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ – რუსეთში ირანის საელჩოსთან აშშ-ისრაელის მიერ ერთობლივი სამხედრო ოპერაციისას ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტებითა და ყვავილებით შეიკრიბნენ (ვიდეო)