ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს

ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს
ესტონეთს საქართველოდან ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი ესტონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას netgazeti-ი ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქამდე ესტონეთს საქართველოსა და სომხეთში ერთი ელჩი ჰყავდა. ელჩის რეზიდენცია თბილისში იყო და ის სომხეთს საქართველოდან ფარავდა.
როგორც ესტონური მედია წერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ელჩი სომხეთის დედაქალაქ ერევანში გადაიყვანოს და შეწყვიტოს მისი მუშაობა საქართველოში ელჩის სტატუსით.
მათი ცნობით, ცვლილება განპირობებულია ესტონეთის ურთიერთობების გაციებით საქართველოს მთავრობასთან და სომხეთთან პირიქით, კონტაქტების გააქტიურებით.

ასევე დაგაინტერესებთ