“ესტონეთს სანქციების სია აქვს და ველით, რომ ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება” – ესტონეთის პრემიერი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.
კრისტენ მიხალმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოში დემონსტრანტები წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება, ამიტომ EU-სგან მოსალოდნელია, რომ ამ საკითხზე მტკიცე პოზიცია ექნება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც მტკიცე პოზიცია ექნება“, – განაცხადა კრისტენ მიხალმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა