ესტონეთსა და ფინეთს შორის წყალქვეშა კაბელი კომერციულ გამოყენებას დაუბრუნდა

ესტონეთსა და ფინეთს შორის ფინეთის ყურეში გაყვანილი წყალქვეშა ელექტროკაბელი, EstLink 2, კომერციულ გამოყენებას პარასკევს ღამით დაუბრუნდა.
„Estlink 2-ზე მაისში დაწყებული სარემონტო სამუშაოები გრაფიკზე ადრე დასრულდა და და კავშირი ელექტროენერგიის ბაზარზე კვლავ ხელმისაწვდომია პარასკევს, დილის 1 საათიდან“, – განაცხადა ესტონეთის გადამცემი სისტემის ოპერატორმა Elering-მა.
წყალქვეშა კაბელის დაზიანება სრულად აღდგენილია, დაზიანებული მონაკვეთი ამოღებულია და მის ადგილას დაახლოებით 1 კმ სიგრძის სარეზერვო კაბელი დამონტაჟდა, რომელიც კაბელის არსებულ დაუზიანებელ მონაკვეთებს დაუკავშირდა.
ვრცლად interfax–ზე

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”