ესტონეთმა რუსი პროფესორი ჯაშუშობისთვის გაასამართლა

ესტონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 18 ივნისს, ტარტუს უნივერსიტეტის ყოფილ თანამშრომელს 6 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ს მოქალაქე, პოლიტიკის თეორიის ყოფილი პროფესორი, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის დანაშაულში ამხილეს.
ინფორმაციას ს საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს. მედიის ცნობით, ვიაჩესლავ მოროზოვი იანვარში დააკავეს და დაადანაშაულეს ესტონეთის შიდა, თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე მასთან დაკავშირებული ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, რომ მოროზოვი რუსეთს გადასცემდა ინფორმაციას ქვეყნის პოლიტიკური ვითარების, მოკავშირეებთან ტალინის ურთიერთობის, ინტეგრაციისა და სოციალური კუთხით შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მაუწყებელს იანვარში უთხრა, რომ მოროზოვმა ეს მასალა რუსეთის სპეცსამსახურებს გაუზიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს