ესტონეთმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის დაკავების შესახებ განაცხადა

ესტონეთის თავდაცვის ძალებმა ტალინის კუნძულ ეგნასთან დააკავეს ნავთობის გადამზიდავი ტანკერი Kiwala, რათა შეემოწმებინათ მისი სამართლებრივი სტატუსი და ტექნიკური მდგომარეობა. როგორც “ნასტოიაშჩეე ვრემია” წერს ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით, ეს ესტონეთის მიერ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის გემის დაკავების პირველი შემთხვევაა.

Marinetraffic-ის ინფორმაციით, დაკავებული ტანკერი, რომელიც ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, ესტონეთის ტერიტორიული წყლების გასწვრივ რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში მიემართებოდა.
ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ვეიკო კომუსაარმა განაცხადა, რომ ტანკერი სანქციების ქვეშ იმყოფება. დაკავების დროს გაირკვა, რომ გემს არ აქვს არც ერთი სახელმწიფოს დროშა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს ცურვის ლეგალური უფლება. ტანკერზე 24 ადამიანია, მათ შორის ჩინეთის მოქალაქეობის მქონე კაპიტანი.
9 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონებში, რომლებიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს “გამოიყენონ ძალა” სამოქალაქო გემების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს