ესტონეთმა, რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუსი დიპლომატი საგარეო უწყებაში დაიბარა

ესტონეთმა რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო საგარეო უწყებაში რუსი დიპლომატი დაიბარა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ესტონეთის საგარეო უწყების ცნობით, 7 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა და იქ დაახლოებით 4 წუთი გაატარა.
შემთხვევის შემდეგ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა და მას საპროტესტო ნოტა გადასცა.
„ეს კიდევ ერთი სერიოზული და სამწუხარო ინციდენტი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ეს წელს უკვე მესამე მსგავსი დარღვევაა“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე ნიკოლოზი – შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ – წმინდანობის ერთ-ერთი ნიშანია საყოველთაო თაყვანისცემა, რასაც ვხედავთ, არის განკურნების, სასწაულების მოხდენის შემთხვევები