ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ბარიერების მშენებლობა დაიწყო

ესტონეთმა რუსეთთან საზღვარზე უსაფრთხოების ბარიერების მშენებლობა დაიწყო – ქალაქ ნარვაში, „მეგობრობის ხიდზე“, რომელიც ესტონეთს ს ივანგოროდს აკავშირებს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
კი 2025 წლის შემოდგომიდან გეგმავს, სრულად გაამაგროს რუსეთთან არსებული სახელმწიფო საზღვარი.
ირკვევა, რომ კონსტრუქცია აღჭურვილია მეტალის წინაღობით და ხიდის საავტომობილო ნაწილს ფარავს – ამით, არალეგალური გადაადგილების აღკვეთას გეგმავს.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ესტონეთი ასევე გეგმავს, დაამატოს მოძრავი ბარიერებიც, რომლებითაც საჭიროების შემთხვევაში, მიგრანტთა ნაკადის შეჩერებასა და გზის გადაკეტვას საზღვრის მიღმაც უზრუნველყოფენ.
მედიის ცნობითვე, ხიდის ს ნაწილში ახალი სატრანსპორტო სასაზღვრო პუნქტის მშენებლობა მიმდინარეობს.