ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ხვალ, 22 სექტემბერს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავების მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
საგარეო წერს, რომ ესტონეთის თავზე NATO-ს საჰაერო სივრცის “აშკარა, უგუნური და უხეშად დარღვევის საპასუხოდ – გაერო-ს უშიშროების საბჭო ტერიტორიული მთლიანობის ამ დარღვევისა და ძალის გამოყენების მუქარის აკრძალვის დარღვევის საკითხის განსახილველად შეიკრიბება.
ესტონეთი აცხადებს, რომ საჰაერო სივრცეში ეს შეჭრა კიდევ ერთი საშიში აქტია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული და გლობალური დაძაბულობის ესკალაციას, რადგან რუსეთი აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ.
