ესტონეთმა, ევროკავშირისა და სხვა სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებში 200-მდე გამონაკლისი დაუშვა

ესტონეთმა, ევროკავშირისა და სხვა სახელმწიფოების მიერ სთვის დაწესებულ სანქციებში 200-მდე გამონაკლისი დაუშვა. ინფორმაციას ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქციებისა და სტრატეგიული საქონლის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლი, ანდრეი სიპლანე ავრცელებს.
მისი თქმით, სანქციებისგან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამის საფუძვლიანი სამართლებრივი საფუძველი და დამაჯერებელი დასაბუთება.
“როდესაც ში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ესტონეთის პორტებში დიდი რაოდენობის სასუქი იყო დაგროვილი, რაც გარკვეულ საფრთხეებს ქმნიდა. ისინი გაყინეს (ანუ, ადგილზე დატოვეს), რადგან [რუს] ოლიგარქებს ეკუთვნოდათ. გვჭირდებოდა საკითხის ასე თუ ისე მოგვარება, რომ კატასტროფული შედეგი არ დამდგარიყო. ასე რომ, ამ სასუქის მარაგების ექსპორტთან დაკავშირებით გამონაკლისი იქნა დაშვებული.” – ამბობს სიპლანე.
სიპლანეს თქმითვე, ესტონეთი ჯერჯერობით არ გეგმავს, ფინეთს მიბაძოს და ისეთი გამონაკლისები დაუშვას, რომლითაც ადგილობრივ კომპანიებს თავიანთი რუსული შვილობილი კომპანიების გაყიდვის უფლება ექნებათ. მისივე განცხადებით, თეორიულად, შესაძლებელია გამონაკლისების დაშვება ისეთი ესტონური კომპანიებისთვის, რომლებსაც სანქცირებული საქონლის რუსეთიდან იმპორტირება სურთ, ოღონდ, იმ პირობით, თუ ისინი რუსულ ბაზარზე თავიანთ საქმიანობას შეზღუდავდნენ.