ესტონეთმა კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაეწესა – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა.
დასანქცირებულთა შორის მოხვდნენ მთავარი პროკურორი, იუსტიციის მინისტრი, მოსამართლეები – ნინო გალუსტაშვილი, ჯვებე ნაჭყებია და ირაკლი შვანგირაძე. ასევე აჭარის ახალი მეთაური, სულხან თამაზაშვილი.
დასანქცირებულ პირებს აეკრძალათ ესტონეთში შესვლის უფლება.
როგორც ცაჰკნა აცხადებს, აღნიშნული პირები “პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე”.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზირებული სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს“- აცხადებს ცაჰკნა.
მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ „ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით“.
· ნინო გალუსტაშვილი;
· გიორგი გვარაკიძე;
· ალუდა ღუდუშაური;
· ილია ინჯია;
· ირაკლი ქადგიშვილი;
· ანი ხუბეჯიშვილი;
· მარიამ ლაშხი;
· გურამ მაჭარაშვილი;
· მარი მეშველიანი;
· ვიქტორ მეტრეველი;
· ჯვებე ნაჭყებია;
· ნინო სახელაშვილი;
· პაატა სალია;
· თენგიზ შარმანაშვილი;
· ირაკლი შვანგირაძე;
· სოზარ სუბარი;
· ალექსანდრე ტაბატაძე;
· სულხან თამაზაშვილი;
· ნათია თათიაშვილი
