ესტონეთი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხს აყენებს

ესტონეთი საქართველოსთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს აყენებს.
ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„საქართველოში კარგი ვითარება არ არის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთი რამ, რასაც ესტონეთი სთავაზობს, არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. არ ვსაუბრობ ხვალვე გაუქმებაზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი, რათა გავაგზავნოთ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, ატყუებს თავის ხალხს და მათ უნდა შეცვალონ კურსი. ჩვენ არ გვჯერა იმის, რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება“, — განაცხადა ცაჰკნამ.
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.