საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხს აყენებს

ესტონეთი საქართველოსთვის ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხს აყენებს.
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„საქართველოში კარგი ვითარება არ არის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია და ერთი რამ, რასაც სთავაზობთ, არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. არ ვსაუბრობ ხვალვე გაუქმებაზე, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი, რათა გავაგზავნოთ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, ატყუებს თავის ხალხს და მათ უნდა შეცვალონ კურსი. ჩვენ არ გვჯერა იმის, რას ამბობს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში ხდება“, — განაცხადა ცაჰკნამ.
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო