ესტონეთი რუსეთის საელჩოს თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს

ესტონეთი ს საელჩოს თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს, – ამის შესახებ განცხადებას ს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს ქვეყნის საგარეო უწყებაში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს და რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ დიპლომატიური ნოტა გადასცეს.
„დიპლომატმა ესტონეთი უნდა დატოვოს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს აცნობა, რომ ესტონეთი არ აპირებს შეეგუოს ჩვენი კონსტიტუციური წესრიგისა და შიდა სტაბილურობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, „დიპლომატი ესტონეთის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირის გამოთხრაში პირდაპირ და აქტიურად მონაწილეობდა. ასევე, ხელს უწყობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულების, მათ შორის, სანქციების დარღვევასთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენას“.
„ამჟამად, აღნიშნული დანაშაულებისთვის სასამართლომ დამნაშავედ ესტონეთის ერთი მოქალაქე ცნო. რუსეთის საელჩოს მიერ ესტონეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში მიმდინარე ჩარევა უნდა დასრულდეს და დიპლომატის გაძევებით ვაჩვენებთ, რომ ესტონეთი საკუთარ ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მიერ ორგანიზებულ მოქმედებებს არ დაუშვებს“, – აცხადებს მარგუს ცაჰკნა.