ესტონეთი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას ჩამოართმევს

ოთხშაბათს, 26 მარტს, ს პარლამენტმა (რიიგიკოგუმ) მხარი დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რომლითაც სა და ბელარუსის მოქალაქეებს ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევათ. ე.წ. „ნაცრისფერი პასპორტების“ მფლობელებს კვლავ ექნებათ მიმდინარე წლის 19 ოქტომბრისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა ასეთი რამ საბოლოოდ მოხდება.
თავდაპირველად, ესტონეთის რიიგიკოგუმ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო კომიტეტის წინადადებას ქვეყნის მთავარ კანონში გადაუდებელი ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანის შესახებ. ამ ინიციატივას 101-წევრიანი პარლამენტის 92 წევრი დაეთანხმა, შვიდმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. გადაწყვეტილების დასამტკიცებლად საჭირო იყო დამსწრე წევრთა ოთხი მეხუთედის თანხმობა, რაც ნიშნავს, რომ მომხრეთა რაოდენობა მოწინააღმდეგეთა რაოდენობაზე, სულ მცირე, ოთხჯერ მეტი უნდა ყოფილიყო.
საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის დამტკიცების შემდეგ, კენჭისყრაზე დაყენებულ კანონპროექტს „ესტონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 93 დეპუტატმა მისცა ხმა, შვიდი კი წინააღმდეგი იყო. კონსტიტუციური ცვლილებების მისაღებად საჭირო იყო რიიგიკოგუს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობა, ანუ, სულ მცირე, 68 ხმა.
კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნდა ჰქონოდათ ესტონეთის მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებს და ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. თუმცა, მოგვიანებით, 55 დეპუტატის ინიციატივით, დოკუმენტში შევიდა შესწორება, რომელიც აუქმებს ესტონეთში მცხოვრები მესამე ქვეყნების მოქალაქეების საარჩევნო უფლებას ადგილობრივ არჩევნებში, ხოლო მომდევნო დან ეს შეზღუდვა მოქალაქეობის არმქონე პირებზეც გავრცელდება.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეობის არმქონე პირებს კვლავ შეეძლებათ ხმის მიცემა წლევანდელ ადგილობრივ არჩევნებში. შესწორების ინიციატორების განცხადებით, ეს მოქალაქეობის არმქონე პირებს აძლევს საკმარის დროს, რომ მოითხოვონ ესტონეთის მოქალაქეობა, თუ ისინი თანახმანი იქნებიან, მომდევნო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, როგორც ესტონეთის მოქალაქეებმა. შესწორება ასევე აუქმებს ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეთა ხმის მიცემის უფლებას.
შედეგად, წლევანდელი ადგილობრივი არჩევნები ღია იქნება ესტონეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. მომდევნო ადგილობრივ არჩევნებში კი მხოლოდ ესტონეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებს ექნებათ ხმის მიცემის უფლება.
რიიგიკოგუს 26 წევრის მიერ წარდგენილმა სხვა შესწორებამ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო. ეს წინადადება ითვალისწინებდა როგორც მესამე ქვეყნის მოქალაქეების, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ხმის მიცემის უფლების გაუქმებას ჯერ კიდევ 19 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ესტონეთისა და ევროკავშირის მოქალაქეების გარდა, ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ ესტონეთში მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა ან მუდმივი ცხოვრების უფლება, იმ პირობით, რომ არჩევნების დღისთვის მათ უკვე მიაღწიეს მინიმუმ 16 წლის ასაკს და მუდმივი საცხოვრებელი აქვთ რომელიმე მუნიციპალიტეტში ან ქალაქში.
მომდევნო ადგილობრივი არჩევნები ესტონეთში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 19 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: 1tv.ge