ესტონეთმა მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ევგენის (ვალერი რეტეშენკოს) ქვეყანაში ბინადრობის ნებართვას არ უხანგრძლივებს და ქვეყნიდან უშვებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მიტროპოლიტს ქვეყნის დატოვება 6 თებერვლამდე მოუწევს.
“ესტონეთმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა მიტროპოლიტ ევგენისთვის ბინადრობის ნებართვის განახლებაზე, რადგან მისი საჯარო ქმედებები და განცხადებები მხარს უჭერს აგრესორს და მან არ შეცვალა თავისი ქცევა, მიუხედავად წარსული გაფრთხილებისა,” – განაცხადა ინდრეკ არუმ, ჩრდილოეთ პრეფექტურის სასაზღვრო დაცვის ბიუროს ხელმძღვანელმა.
ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს PPA-ის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ რეშეტნიკოვს, რათა აეხსნათ, რომ მან უნდა შეწყვიტოს კრემლის რეჟიმისა და რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამართლება თავის განცხადებებში. თუმცა, მიუხედავად წარსული გაფრთხილებისა, რეშეტნიკოვს არ შეუცვლია თავისი ქცევა, რომელიც შეუთავსებელია ესტონეთის ღირებულებებთან და სამართლებრივ გარემოსთან. ამიტომ რეშეტნიკოვის ქმედება საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.
ინდრეკ არუს თქმით, გადაწყვეტილება რეშეტნიკოვის ბინადრობის ნებართვაზე მხოლოდ მის ქცევას ეფუძნება და მოსკოვის საპატრიარქოს ესტონეთის მართლმადიდებლურ ეკლესია ან მისი მრევლი კავშირში არაა.
მიტროპოლიტი ესტონეთში 4 წელია დროებით ნებართვით ცხოვრობს, მისი ბინადრობა ბოლოს ორი წლის წინ ომის დაწყებამდე განახლდა.