ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა სანქციებს აწესებენ “ოცნების” ჩინოვნიკების წინააღმდეგ

ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა ლიეტუვა, ლატვია და ერთობლივ, ეროვნულ სანქციებს აწესებენ მათ წინააღმდეგ, ვინც “ლეგიტიმურ პროტესტს ახშობს” საქართველოში.
“დემოკრატიისა ოპონენტებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში არ მივესალმებით”, – წერს მარგუს ცაჰკნა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. იგივეს იმეორებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც.
ჯერჯერობით უცნობია რა იგულისხმება სანქციებში, თუმცა მინისტრების ტექსტებიდან გამომდინარე საუბარია შეზღუდვებზე ზემოხსენებულ ქვეყნებში გადაადგილებასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე უცნობია ჩამონათვალი, ვის დაუწესეს ეს სანქციები.
სტატია განახლდება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელისა და ზვიად რატიანის საქმეებზე – მათი უფლებაა, სილა გააწნან ვისაც უნდათ, თუმცა სახელმწიფოს უფლებაა ამას გასცეს პასუხი – ნებისმიერ ასეთ ქმედებას გაეცემა პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით

ირაკლი კობახიძე ბერლინში გიორგი გახარიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე – ოპოზიცია სასაცილო მდგომარეობაშია – კაცი გაპარულია, იქ ჩააკითხეს, იქ ჰქონდათ მოლაპარაკებები, სერიოზულიც არაა ეს ყველაფერი