ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის რეინიციირებას ეხმაურება.
“საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელი აგენტების კანონის რეინიციირების გადაწყვეტილება, თუნდაც სხვა სახელით, მკვეთრად ეწინააღმდეგება 9 ნაბიჯს, რომლებიც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან ერთად გადასცა. ის საფრთხეში აგდებს საქართველოს სამომავლო ევროინტეგრაციას.” – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდი.
არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი ხელახლა დააინიციირა. როგორც უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.