ესტონეთის ხელისუფლება: გთხოვთ, არ წახვიდეთ რუსეთში, საზღვარი ნებისმიერ დროს შეიძლება დაიკეტოს

ესტონეთის ხელისუფლებამ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან – საზღვარი ნებისმიერ დროს შეიძლება დაიკეტოს – შესაბამისი განცხადება ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო დეპარტამენტის უფროსმა ევა კალმუსმა გააკეთა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ფინეთმა რუსეთთან საზღვარი დახურა, ამ ნაკადის ნაწილი ესტონეთ-რუსეთის საზღვარზე გადავიდა. მგზავრთა მოძრაობა ახლა 25%-ით გაიზარდა. თუმცა, ესტონეთს შეუძლია მიჰბაძოს ჩრდილოელი მეზობლის მაგალითს.

„გთხოვთ, არ წახვიდეთ რუსეთში. ვინც უკვე წავიდა რუსეთის ფედერაციაში, შესაძლოა ჩიხში აღმოჩნდეს, დაბრუნება ძალიან გაუჭირდება“, – გააფრთხილა მოქალაქეები სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.

კალმუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესტონეთის ხელისუფლებას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება ძალიან სწრაფად და ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საგუშაგოები საზღვარზე შეიძლება დაიხუროს ერთ საათში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…