ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს რუს დიპლომატს

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 13 აგვისტოს ტალინში, ს საელჩოს პირველი მდივანი, დიმიტრი პრილეპინი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მან ქვეყანა უნდა დატოვოს.
ს ხელისუფლების განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატი მონაწილეობდა ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, საზოგადოების გახლეჩასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი
დანაშაულების ხელშეწყობაში.
„გაძევება – მკაფიო სიგნალია: ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს კოორდინირებული და ორგანიზებული ქმედებების ადგილი არ იქნება“, – მოჰყავს ERR-ს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას სიტყვები.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსეი ფადეევმა, განაცხადა, რომ მოსკოვი საპასუხო ზომებზე მუშაობს მომხდართან დაკავშირებით და გაძევებას „მტრული აქტი“ უწოდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით