ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ცნობები საქართველოში მუქარის შემცველი სატელეფონო ზარებისა და „საზოგადოებრივი მტრების“ სიების შედგენის წინადადების შესახებ შემაშფოთებელია

ცნობები მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების, „საზოგადოებრივი მტრების“ სიების შედგენის წინადადებისა და ქართველი ხალხის მიმართ სერიოზული შეურაცხყოფის შესახებ შემაშფოთებელი და ამაღელვებელია, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
„გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეების პირადი მონაცემები დაცული უნდა იყოს“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ