ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს ხელისუფლების მიმართულების ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენს

კანონი საქართველოს ხელისუფლების მიმართულების ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ The Foreign Desk-თან ინტერვიუში განაცხადა.
მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ლიეტუველ, ლატვიელ და ისლანდიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ჩასვლა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირისა და თანამოაზრე სახელმწიფოების პოზიციების ასახსნელად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და იმ მიმართულების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ამ კანონის დამტკიცების გადაწყვეტილებით მიიღო.
„ეს კანონი არის ის, რაზეც შარშან შევთანხმდით, რომ საქართველოს მთავრობა მას გაიწვევდა და საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ ისინი ამ კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელსაც საქართველოში ასევე, „რუსული კანონი“ ჰქვია, არ დაუბრუნდებოდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ეს შეთანხმება დაარღვიეს და გადაწყვიტეს წასულიყვნენ არა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, არამედ პირიქით. ჩვენ იქ ჩავედით იმის ასახსნელად, რომ ამ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის მხრიდან რეაქცია მოჰყვება, მაგრამ საქმე მხოლოდ კანონს არ ეხება, კანონი საქართველოს ხელისუფლების მიმართულების ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენს. ამას ქუჩებში ვხედავთ, სადაც ასობით და ათასობით ქართველი აღნიშნული კურსის ცვლილებას აპროტესტებს. ახლა ეს თემა ევროკავშირში წამოვწიეთ და ამას შედეგები ექნება“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”