ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის და საქართველოს ევროპას კიდევ უფრო აშორებს

საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები მთავრობისგან დამოუკიდებლად სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის, – ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს პარლამენტის მიერ „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
„გუშინ საქართველოში ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები მოითხოვს, რომ დონორებმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერი პროექტების დასაფინანსებლად მთავრობის თანხმობა მიიღონ. ეს მთავრობისგან დამოუკიდებლად სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის და საქართველოს ევროპას კიდევ უფრო აშორებს“, – წერს მარგუს ცაჰკნა X-ზე.
ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში