ესტონეთის პრემიერი – ევროპა ჯერ კიდევ შორს არის კრემლის შეკავებისთვის საჭირო სამხედრო ძალის განვითარებისგან – ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ

რუსეთი მწვავე საფრთხეს წარმოადგენს ყველა ნორმალური ქვეყნისთვის და ევროპა თავდაცვის შესაძლებლობების აღდგენის მხოლოდ დასაწყისშია, – ამის შესახებ ს პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა განაცხადა.
მან მოუწოდა ევროპის ქვეყნებს, რომლებიც ნატო-ს მოკავშირეები არიან, ერთობლივად დაიწყონ იარაღის შესყიდვა და უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად 200 მილიარდამდე ევროს ოდენობის გაყინული რუსული სახელმწიფო აქტივების ჩამორთმევა.
მწვავე საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვის, ნატო-სთვის, მსოფლიოს ყველა ნორმალური ქვეყნისთვის. რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას ჩვენ ცოტა პარანოიდებადაც კი აღგვიქვამდნენ, თუმცა, ახლა ყველაფერი, რაზეც ბალტიისპირეთში, პოლონეთში ან სკანდინავიურ ქვეყნებში ვსაუბრობდით, რეალური გახდა“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.
მისი თქმით, რუსეთს იმაზე მეტი შეიარაღებული ადამიანი ჰყავს, ვიდრე ომამდე ჰყავდა, ისინი მაღალ ხელფასს იღებენ, საბრძოლო შესაძლებლობები აქვთ, ზოგიერთი მათგანი კი კრიმინალია.
„ისინი რეგულარულ არმიაში აღარ დაბრუნდებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა გასამხედროებულ ან საიდუმლო ოპერაციებში მთელ პლანეტაზე: ევროპაში, საწყობების, მაღაზიების დაწვაში აზიაში, აფრიკაში. ეს არ არის მხოლოდ [ნატო-ს] აღმოსავლეთი საზღვრის საკითხი. ეს არის კითხვა, თუ რა მოხდება მთელ პლანეტაზე ომის დასრულების შემდეგ“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.
მისი თქმით, ევროპა ჯერ კიდევ შორს არის კრემლის შეკავებისთვის საჭირო სამხედრო ძალის განვითარებისგან.
„ევროპას ბევრი რამ დასჭირდება, რომ გაცილებით ძლიერი გახდეს. ამჟამად ჩვენ ჯერ კიდევ დასაწყისში ვართ“, – აღნიშნა კრისტენ მიხალმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ