ესტონეთის პრეზიდენტმა კლიმატის მინისტრს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა

ესტონეთის პრეზიდენტმა კლიმატის მინისტრს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს პრეზიდენტი, ალარ კარისი ავრცელებს.
„კრისტენ მიხალს ოფიციალური შეთავაზებით მივმართე, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს და ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყოს“, – განაცხადა ალარ კარისმა.
კლიმატის მოქმედი მინისტრი, კრისტენ მიხალი „რეფორმის პარტიამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გასული თვის ბოლოს დაასახელა.
კრისტენ მიხალი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია კალასს შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნის გამო გუშინ გადადგა.