ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს არჩევნებზე – ძალიან საგანგაშო შეშფოთება გაჩნდა არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის შესახებ

ყოველთვის მხარს უჭერდა ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. ძალიან საგანგაშო შეშფოთება გაჩნდა არჩევნების თავისუფლებისა და სამართლიანობის შესახებ, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, დემოკრატიას ნდობა ავითარებს.
„ყველა ხმა მნიშვნელოვანია. მოდით, ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პროცესი იყოს ისეთი, რომლის რწმენაც ყველა ქართველს შეიძლება ჰქონდეს. მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გვერდით“, – აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი.