პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს მომავლისთვის, ოფიციალური პირებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა აღადგინონ. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და პრეზიდენტის წინააღმდეგ მუქარებს,” – წერს კარისი.