ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს საქართველოს მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაყენებით ემუქრებიან

ესტონეთის პარლამენტში საქართველო-ს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს საქართველოს მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებების გამო გადაყენებით ემუქრებიან
ესტონეთის პარლამენტის საქართველო-ესტონეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს ლაური ლაატსს გადაყენებით ემუქრებიან, ვინაიდან ის საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ განცხადებებს აკეთებს. ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
ლაატსის გადაყენების ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია Eesti 200-ის წევრი ანდო კივიბერგია.
„საქართველოში სიტუაცია ძალიან მძიმეა. სცემენ როგორც მშვიდობიან მომიტინგეებს, ასევე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. მათ აკავებენ და ძალით გაჩუმებას ცდილობენ. საქართველოს მმართველმა პარტიამ ახლახან შეაჩერა ყველა პროცესი, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება. ამავდროულად ესტონეთსა და საქართველოს მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს „ცენტრისტული“ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ლაური ლაატსი, რომლის გამოსვლებიც რიიგიკოკუს [ესტონეთის პარლამენტის] დიდ დარბაზში, საქართველოსთან დაკავშირებით, ნათლად ემყარება საქართველოში მმართველი პარტიის თეზისებს“, – თქვა კივიბერგმა.
„ამრიგად, ასეთი გზავნილები მე ეჭვს არ მიტოვებს იმის თაობაზე, რომ ჩვენთვის მტრული სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება ლაატსის განცხადებები. რიიგიკოკუს წევრები, რომლებიც დემოკრატიას და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს უჭერენ მხარს, ესტონეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ახალი ხელმძღვანელის ს ჩატარებას გვთავაზობენ, რათა ესტონური პარლამენტის მხარდაჭერას პირველ რიგში ქართველი ხალხი და არა მმართველი პარტია გრძნობდეს“, – დასძინა მან.
მისი თქმით, დეპუტატები განიხილავენ ამ საკითხს და მეგობრობის ჯგუფის ახალ ხელმძღვანელს დანიშნავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია