ესტონეთის პარლამენტში ივანიშვილისა და ხელისუფლების წევრების სანქცირებას ითხოვენ

ესტონეთის პარლამენტს (რიიგიკოგუ) 44-მა დეპუტატმა საქართველოში დემოკრატიის კრიზის შესახებ განცხადების პროექტი წარადგინა, სადაც სა და ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას მოითხოვენ.
განცხადების პროექტში დაგმობილია საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს და ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას.
განცხადების პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ შთაგონებულია ს ფედერაციის ე.წ. უცხო აგენტების კანონით, რომელსაც პუტინის რეჟიმი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირებისთვის.
განცხადების პროექტში ს პარლამენტი რუსული კანონის მიღებას და საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას კანონი დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებს.
ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ და ჩაატაროს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, ვინც ძალადობა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, დაიცვან დაპირება, რომ ხელს შეუწყობენ კანონის უზენაესობას.
ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდეს მთავრობას, რომ განახორციელოს ის რეფორმები, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და რაც ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.
„რიიგიკოგუ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ესტონეთმა დაბლოკოს ყველა შემდგომი პროცესი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გაყინოს განვითარების თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და გამოიყენოს გამოყოფილი თანხები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, მანამ, სანამ: საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ დაიწყებენ დემოკრატიული კრიზისის გადაწყვეტას კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვის გზით, არ დაუბრუნდებიან ევროკავშირთან შეთანხმებულ რეფორმისა და დემოკრატიზაციის პროგრამას და არ გააუქმებენ კანონს საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, – წერია განცხადების პროექტში.
დოკუმენტის მიხედვით, საჭიროა, სანქციების დაწესება, მათ შორის ესტონეთში შესვლის აკრძალვა ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს მთავრობის წევრებისთვის, პარლამენტის ხელმძღვანელებისთვის და პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო ჯგუფისთვის.
ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს მთავრობას, სანქციების დაუწესდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებაში. ესტონეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს მთავრობას, რომ ამ პირთა სია წარუდგინოს ევროკავშირსაც.
განცხადების პროექტში ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მანამ, სანამ არ გაუქმდება კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
„რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი: ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას

გიორგი ვაშაძე: დღეს პარლამენტთან შეკრებით ვამბობთ, რომ ხვალ ამ შენობის შიგნით რაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება ლეგიტიმაცია და ნდობა!