ესტონეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. მიხელსი კაია კალასს შეცვლის, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
კრისტენ მიხალს მხარი 64-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 27-მა მისცა. ის რეფორმის პარტიის, სოციალ-დემოკრატებისა და ეესტი 200-ის მიერ ფორმირებულ კოალიციურ მთავრობას უხელმძღვანელებს.
კენჭისყრამდე მიხალმა დეპუტატებს საკუთარი ხედვა წარუდგინა, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამოწვევებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდასა და ეკონომიკური ზრდისთვის გარკვეულ რეფორმებს ითვალისწინებს.
კაია კალასი ს პრემიერის თანამდებობიდან 15 ივლისს გადადგა, მას შემდეგ, რაც ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს.