ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
კრისტენ მიხალს, რომელიც ს კლიმატის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 64-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 27-მა პარლამენტარმა მისცა.
კრისტენ მიხალი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია კალასს შეცვლის, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნის გამო 15 ივლისს გადადგა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს