ესტონეთის თავდაცვის მინისტრი – უკრაინას რუსეთზე დარტყმის ნებართვა სჭირდება – არ არის ნორმალური, როცა რუსეთი უტევს თავისი ტერიტორიის სიღრმიდან, ხოლო უკრაინელები ცალი ხელით იბრძვიან

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური აცხადებს, რომ ს დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული იარაღით ს ტერიტორიაზე სამიზნეების დარტყმის უფლება უნდა მიეცეს.
ს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელების შეხვედრის წინ განაცხადა, რომ უკრაინა უკვე ახორციელებს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე საკუთარი წარმოების იარაღის გამოყენებით.
”უკრაინას აქვს საკუთარი დრონები, რომლებიც ხვდება სამიზნეებს ფრონტის ხაზის გარეთ, მტრის ზურგში ძალიან ღრმად, 1 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე, ასე რომ, რა თქმა უნდა, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა ქვეყანა, რომელსაც აქვს შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, მისცემს ნებართვას უკრაინასაც, რადგან არ არის ნორმალური, როდესაც რუსეთი უტევს თავისი ტერიტორიის სიღრმიდან, ხოლო უკრაინელები ცალი ხელით იბრძვიან“, – აღნიშნა პევკურმა.
მისი თქმით, უკრაინას უნდა ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი ქვეყანა და ხალხი.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს დაარტყას.