ესტონეთის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.
ფიცის დადების შემდეგ ესტონეთის ახალმა მთავრობამ, კრისტენ მიხალის ხელმძღვანელობით, მუშაობა ოფიციალურად დაიწყო.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის მთავრობიდან 8 მინისტრი, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური და საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა დაკავებულ თანამდებობებზე მუშაობას გააგრძელებენ.
კრისტენ მიხალმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია კალასი შეცვალა, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნის გამო 15 ივლისს გადადგა.
ipn.ge