ამერიკელი კონსერვატორი კომენტატორი, კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის Turning Point USA-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ჩარლი კირკი იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე დაჭრეს. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. სასწავლებლის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ღონისძიების ლაივსტრიმში ჩანს, როგორ გარბის სროლის ხმაზე ხალხი უნივერსიტეტის ეზოდან, სადაც 31 წლის კირკი სიტყვით გამოდიოდა.
უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ კამპუსი დაკეტილია და ლექციები გაუქმებულია შემდგომ შეტყობინებამდე. „პოლიცია იძიებს. დაუყოვნებლივ დატოვეთ კამპუსი. მიჰყევით პოლიციის მითითებებს“, – ნათქვამია უნივერსიტეტის პოსტში X-ზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სროლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადება Truth Social-ზე გააკეთა. „ყველამ უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელიც დაჭრეს. ის შესანიშნავი ადამიანია თავიდან ბოლომდე. ღმერთმა დალოცოს იგი!“ – თქვა ტრამპმა.
კირკი მონაწილეობას იღებდა მისი ორგანიზაციის მიერ მოწყობილ დებატებში. ღონისძიებას კამპუსში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ონლაინ პეტიციამ, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, არ დაეშვა კირკი უნივერსიტეტში, 1000-მდე ხელმოწერა მიიღო. უნივერსიტეტმა გასულ კვირას განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ უფლებებს მოიხსენიებდა და ადასტურებდა თავის „ვალდებულებას სიტყვის თავისუფლების, ინტელექტუალური კვლევისა და კონსტრუქციული დიალოგის მიმართ“.
ფორუმი
