ეს­პა­ნუ­რი პო­ლი­ცია “სა­ში­ნე­ლე­ბა­თა სახ­ლის” შე­სა­ხებ მძი­მე დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს

ეს­პა­ნუ­რი პო­ლი­ცია “სა­ში­ნე­ლე­ბა­თა სახ­ლის” შე­სა­ხებ მძი­მე დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს.

ვრცელ­დე­ბა ფოტო, სა­დაც ჩანს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მო­მენ­ტი – ბავ­შვებ­მა ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლად იხი­ლეს მზის სი­ნათ­ლე. ისი­ნი წარ­მო­შო­ბით ამე­რი­კელ დე­დას და გერ­მა­ნელ მა­მას 2021 წლი­დან, „COVID იზო­ლა­ცი­ის“ გამო, სახ­ლში ჰყავ­დათ გა­მომ­წყვდე­უ­ლი. ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ სამი ბიჭი: 8 წლის ტყუ­პე­ბი და მათი 10 წლის ძმა, ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ოვი­ე­დო­ში იპო­ვა. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რაც აღ­მო­ა­ჩი­ნეს რომ მათი თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ცხოვ­რე­ბა ოთა­ხებ­ში ჩა­კე­ტი­ლებ­მა გა­ა­ტა­რეს.

რო­დე­საც მო­ზარ­დე­ბი მზე­ზე, ეზო­ში გა­იყ­ვა­ნეს, მათ მძი­მედ და­ი­წყეს სუნ­თქვა და ბა­ლა­ხის მო­სა­ფე­რებ­ლად, გა­ზონ­ზე გა­იქ­ცნენ.

„ჩვენ სამი ბავ­შვი გა­ვა­ცო­ცხლეთ“, – გა­ნა­ცხა­და მთა­ვარ­მა ინ­სპექ­ტორ­მა ფრან­სის­კო ხა­ვი­ერ ლო­ზა­ნომ რე­ი­დის შემ­დეგ.

DW-ს ცნო­ბით, პო­ლი­ცი­ამ სახ­ლი ორ­შა­ბათს, ეს­პა­ნეთ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­თიშ­ვის დროს მო­ი­ნა­ხუ­ლა და შეძრწუ­ნე­ბუ­ლი დარ­ჩა იმ პი­რო­ბე­ბით, რო­მელ­შიც ბავ­შვე­ბი ცხოვ­რობ­დნენ.

ცნო­ბი­ლია, რომ ოჯა­ხი COVID-19 პან­დე­მი­ის შემ­დეგ გარე სამ­ყა­როს­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი იყო, ბავ­შვებს გა­რეთ გას­ვლა ეკ­რძა­ლე­ბო­და და გი­სო­სე­ბი­ან სა­წო­ლებ­ში აი­ძუ­ლებ­დნენ ძილს, სა­დაც ვერ ეტე­ოდ­ნენ.

DW-ს ცნო­ბით, მა­ნამ­დე პო­ლი­ცი­ამ უგუ­ლე­ბელ­ყო მე­ზობ­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც წუხ­და, რომ წლე­ბია ბავ­შვე­ბი არ უნა­ხავს და ისი­ნი სკო­ლა­შიც კი არ და­დი­ოდ­ნენ.

მშობ­ლე­ბი- 48 წლის გერ­მა­ნულ-ამე­რი­კუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ქალი და 53 წლის გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი, და­ა­კა­ვეს. ბავ­შვე­ბი მე­ურ­ვე­ო­ბის ქვეშ გა­და­იყ­ვა­ნეს.

ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, სახ­ლი სავ­სე იყო ნაგ­ვი­თა და შე­ნა­ხუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გრო­ვე­ბით. ზე­და­პი­რე­ბი და­ფა­რუ­ლი იყო ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ჭუ­ჭყი­ა­ნი გა­ნავ­ლით და ოჯა­ხის კა­ტა­საც უზარ­მა­ზა­რი სიმ­სივ­ნე ჰქონ­და.

ბავ­შვებს, 8 წლის ტყუ­პებს და 10 წლის ძმას ისევ სა­ფე­ნე­ბი ეკე­თათ.

მშობ­ლე­ბის მო­ტი­ვე­ბი, თუ რის გამო გა­მო­კე­ტეს ამ­დე­ნი წელი ბავ­შვე­ბი, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­მო­ჩე­ნის დროს თი­თო­ე­ულ მო­ზარდს სამი ნი­ღა­ბი ეკე­თა.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც El Comercio-სთან ისა­უბ­რეს, გა­ნა­ცხა­დეს, რომ მშობ­ლე­ბი „კო­ვი­დის სინ­დრო­მით“ იტან­ჯე­ბოდ­ნენ და ვირუ­სის ში­შით ცხოვ­რობ­დნენ.

პო­ლი­ცი­ამ სახ­ლში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და დამ­ცა­ვი ნიღ­ბე­ბის დიდი მა­რა­გი აღ­მო­ა­ჩი­ნა. კა­რე­ბი და ფან­ჯა­რა კი მუდ­მი­ვად ჩა­კე­ტი­ლი იყო, ბავ­შვებს ეზო­ში გას­ვლის უფ­ლე­ბაც კი არ ჰქონ­დათ.

სახ­ლში საკ­ვე­ბი მხო­ლოდ მა­მას მიჰ­ქონ­და და მე­ზობ­ლე­ბი გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით. სწო­რედ ამ ფაქ­ტმა გა­ა­ჩი­ნა მათ­ში ეჭვი, რომ სახ­ლში ორ ადა­მი­ან­ზე მეტი ცხოვ­რობ­და.

“ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და დე­დას არ შორ­დე­ბოდ­ნენ, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ ჩვი­ლებს სე­რი­ო­ზუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი ჰქონ­დათ და მათ­თან ახ­ლოს არ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვით“, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ოფი­ცერ­მა.

ბავ­შვე­ბი ას­ტუ­რი­ის ცენ­ტრა­ლურ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­მოკ­ვლე­ვის შემ­დეგ, მთავ­რო­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ რჩე­ბი­ან.

შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მათ მშობ­ლებს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნონ სის­ტე­მა­ტურ ძა­ლა­დო­ბა­ში და არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ში.

წყა­რო