ესპანეთის პოლიციამ, ინტერპოლსა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად, სახლების ძარცვასა და ფულის გათეთრებაში სპეციალიზებული, ქართული გადამზიდავი ორგანიზაცია „სამებას“ 30-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ჯგუფის წევრები ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მოქმედებდნენ, მაგრამ საგამოძიებო მოქმედებები, ბარსელონის გარდა, 3 ქალაქში: ესტეპონაში, მარბელასა და ალიკანტეშიც ჩატარდა.
ოპერაციაში 350 პოლიციელი მონაწილეობდა.
