ესპანეთში ციფრულ მომთაბარეებს 15 ათას ევროს გადაუხდიან

ესპანეთის ექსტრემადურას ავტონომიურმა გაერთიანებამ გადაწყვიტა, ციფრულ მომთაბარეებს 15 ათასამდე ევრო გადაუხადოს. ფული ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ვინც მუშაობს დისტანციურად, არის ესპანეთში ლეგალურად (მაგალითად, აქვს ბინადრობის ნებართვა ან ციფრული მომთაბარე ვიზა) და გადაწყვიტა აირჩიოს ექსტრემადურა, როგორც მათი მთავარი საცხოვრებელი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
30 წლამდე ახალგაზრდები 10 ათასი ევროს მიღებას შეძლებენ, თუ ექსტრემადურაში მინიმუმ ორი წლით დარჩებიან. თუ დისტანციური თანამშრომელი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს ყოფნას, მას შეუძლია დამატებით 5 ათასი ევროც მიიღოს.
30 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცები და ქალები შეძლებენ მიიღონ 8 000 ევრო ორწლიანი ყოფნისთვის და კიდევ 4 000 ევრო, თუ დამატებით კიდევ ერთი წელი დარჩებიან.
ცნობისთვის, ექსტრემადურა არის ავტონომიური საზოგადოება სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, პორტუგალიის საზღვართან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონი, რომელიც ახალგაზრდებისგან თანდათან იცლება, რადგან ისინი უფრო განვითარებულ ადგილებში გადადიან საცხოვრებლად.
სხვათა შორის, გასულ წელს ესპანეთის ვიზა ციფრული მომთაბარეებისთვის საუკეთესოდ აღიარეს მსოფლიოში.

ასევე დაგაინტერესებთ