ესპანეთში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა – სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა

18 იანვარს, ღამის საათებში, ესპანეთში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა და 170-მდე დაშავდა.

ამ დროისთვის საავადმყოფოში 75 პირია გადაყვანილი, მათგან თხუთმეტი, მათ შორის, ოთხი ბავშვი, სერიოზულად არის დაშავებული. ინციდენტი კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მატარებელში ჯამში დაახლოებით 400 ადამიანი იყო, ძირითადად ესპანელები. Reuters-ის ცნობით, გაურკვეველია, რამდენი ტურისტი იმყოფებოდა ბორტზე.

El Pais-ის ინფორმაციით, მეორე მატარებელი შეჯახების მომენტში დაახლოებით 200 კმ/სთ-ის სიჩქარით გადაადგილდებოდა. უცნობია, რა სიჩქარით მოძრაობდა პირველი მატარებელი, როცა რელსებიდან მისი გადასვლა მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ